თბილისში, ორხევის დასახლებაში მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია
თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე, სადაც დღეს დილით მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობა ავტომობილების გაქირავების კომპანიაში მოხდა, სადაც მოკლული მუშაობდა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მამაკაცი საკუთარმა ნათლიამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, თუმცა მათ გასროლის ხმა არ გაუგიათ.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
მკვლელობის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.