თბილისში ორი პირი დაჭრეს, მათ შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია
თბილისში ორი პირი დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. შემთხვევა ზაარბრიუკენის მოედანზე მოხდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდაპირველად დაპირისპირება რამდენიმე ახლგაზრდას შორის დაიწყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვითარების განმუხტვას ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ მურადაშვილის განცხადებით, პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მისივე განმარტებით, თავდამსხმელი დაკავებულია. რაც შეეხება დაჭრილ მოქალაქეს, არსებული ინფორმაციით, ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი და ასევე უტარდება ოპერაცია.
გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.