თბილისში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სახელდება.
მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილებები ცოლ-ქმარი არიან.
როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება.
როგორც „თბილისი ენერჯის“ სადისპეჩერო სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოუძემ განაცხადეს, აღნიშნულ მისამართზე ჩატარებული იყო გეგმური გამაფრთხილებელი შემოწმება 2019 წლის სექტემბერში და მაშინ აღნიშნულ მისამართზე არ ფიქსირდებოდა კუსტარული დანადგარი.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო თვითნებური დამონტაჟება რადგან ერთი წლის წინ ეს დანადგარი სახლშ არ იდგა“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.