თბილისში, ორბელიანისა და ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
ვახტანგ ორბელიანისა და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ორბელიანის ქ. N29/36-ის მიმდებარედ დაგეგმილი სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 25 მარტის 08:00-იდან 27 მარტის 08:00 საათამდე ორბელიანის ქუჩიდან მტკვრის ქუჩის მიმართულებით მოძრაობაზე იმოქმედებს. სამუშაოების განმავლობაში მძღოლები ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, შემდეგ კი გზას ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით გააგრძელებენ“, – აცხადებენ მერიაში.