თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა [ვიდეო]

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოავარიის დროს ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.