თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა [ფოტო]
თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა „კაუკასუს ბილდ“ (CAUCASUS BUILD) 2019 გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოსა და მსოფლიოს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე წარდგა.
ამასთან, ღონისძიებაზე წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალები, აღჭურვილობა და ტექნიკა, საინჟინრო და არქიტექტურული მომსახურება, ასევე ინტერიერის დიზაინი.
გამოფენის პარალელურად რამდენიმე კონფერენციაა დაგეგმილი.
ღონისძიება 11 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით გაიმართება.