თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო
თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 1997 წელს დაბადებული მამაკაცი.
თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. სროლა ერთ-ერთ კაფეში იყო.
ადგილზე მყოფების განცხადებით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილია ერთი პირი.