თბილისში მორიგი ბაროკოს ფესტივალი გაიხსნება . თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 7,11, 16, 20 და24 ნოემბერს გაიმართება. ასევე, კონცერტები პირველ და შვიდ დეკემბერსაც ჩატარდება.
ფესტივალზე მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები წარსდგებიან: ქეთევან ქემოკლიძე (მეცო სოპრანო), სალომე ჯიქია (სოპრანო), ანა ცარციძე (სოპრანო), სერგეი მალოვი (ვიოლინო/ჩელო და სპალა); ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი); დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია); სერჯიო აზოლინი (ფაგოტი, იტალია); ჯოვანი დე ანჯელი (ჰობოი, იტალია); პრიშკა კომპლოი (ჰობოი, იტალია); აი იკედა (ფაგოტი, იაპონია) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ხუთეულში შესული „ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია“, წელს, პირველად სტუმრობს საქართველოს.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, კონცერტი-ფესტივალის ფარგლებში, 11 ნოემბერს ასევე დაგეგმილია კონცერტი, სადაც ევროპულ მუსიკასთან ერთად, პირველად იქნება წარმოდგენილი ბაროკოს ეპოქის ქართული მუსიკა-საგალობლები. კონცერტში, სახელწოდებით „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“ მონაწილეობას მიიღებს „ანჩისხატის მგალობელთა გუნდი“.
ასევე, თბილისის ბაროკოს ფესტივალის 2017 წლის პროგრამა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით, მასტერკლასებსა და სამეცნიერო და შემეცნებით ლექციებსაც მოიცავს.
რიგით მესამე “ბაროკოს” ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი და გოეთეს ინსტიტუტი არიან.