თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შემთხვევა თბილისში, საბურთალოზე მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.