თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
როგორც თვითმხილველი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოძიება.