თბილისში, მეთერთმეტე საჯარო სკოლაში ინციდენტის შედეგად მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო
თბილისში, მეთერთმეტე საჯარო სკოლაში ინციდენტის შედეგად ერთმა მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო. შემთხვევა 25 დეკემბერს, სპორტის გაკვეთილზე მოხდა. საქართველოს პირველ არხთან საუბარში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენა კვარაცხელია ამბობს, რომ დაპირისპირება ორ მეთერთმეტე კლასელს შორის მოხდა. ერთ-ერთმა მათგანმა დაცემისას ტვინის შერყევა მიიღო. მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.
„ჩხუბი მალევე განიმუხტა. ექიმი გვყავს სკოლაში, გამოვიძახეთ სასწრაფოც. საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიციაც. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში მოხვდა, ამჟამად სახლშია. გასაუბრება მოხდა მანდატურის სამსახურის მხრიდან, სკოლაში, ჩემთან, მშობლებთან ერთად“, – აცხადებს ლორენა კვარაცხელია.