თბილისში, მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიამ მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავასა და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა. გაწეული სამუშაოების შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
კახი კალძის განცხადებით, ძალიან ლამი გამოვიდა ეს პროექტი და ასეთი მისდგომები იქნება ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდება მომავალში.
„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსტავა-შარტავას მონაკვეთი, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულებულია. მთლიანად კეთილმოწყობილია ორივე ქუჩა. ძალიან მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. მიწისქვემოთ კომუნიკაციები შეიცვალა, მოწერიგდა საკანალიზაციო სისტემა. წყლის მილები შეიცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. მთლიანად გარეგანათების ბოძები შეიცვალა, დამონტაჟდა ახალია თანამედროვე ტიპის ლედ სანათებით. მოეწყო სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული იყოს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფები გამწვანდა. ჯამში დაირგო 200 ძირი მერქნიანი მცენარე და 1 600 კვადრატულ მეტრზე ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი. ამასთან, დღესვე დასრულდა ქუჩების ორივე მხარეს ე.წ. ბასლეინების დახაზვა.
პროექტზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.