თბილისში მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო გაიხსნა
თბილისში მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო გაიხსნა

თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო გაიხსნა. სასტუმროს გახსნაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრანა-მოლერომ მიიღეს მონაწილეობა. გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.

სასტუმროში Maison Boutique Hotel 3,5 მლნ ლარზე მეტი ესპანური და გერმანული ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროს ინტერიერი და ნომრები იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. ფასადი ძველ სტილშია შენარჩუნებული, ვინაიდან შენობა მე-19 საუკუნეში აგებული ძეგლია.

სასტუმრო ამჟამად 14 ნომრიანია, თუმცა, სამომავლოდ დამატებით 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და ნომრების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ამასთან, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, აუზი, სპა-ცენტრი და რესტორანი.