თბილისში მცირეწლოვანი სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების გამო გარდაიცვალა
თბილისში, №56 ბაგა-ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა.
როგორც პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვს ყველა საჭირო აცრა ჩატარებული ჰქონდა.
პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანს ანემია ჰქონდა, რასაც ჩუტყვავილას გართულება დაერთო. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვა ამან გამოიწვია.
ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვს რამდენიმე თვის განმავლობაში ბაგა-ბაღში არ უვლია და ის სააღმზრდელო დაწესებულებაში მშობლებს მხოლოდ ორჯერ ჰყავდათ მიყვანილი.