თბილისში ლანა ღოღობერიძის დედის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის „უჟმური“ პრემიერა გაიმართა [ფოტო]
თბილისში ლანა ღოღობერიძის დედის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის „უჟმური“ პრემიერა გაიმართა [ფოტო]

85 წლის შემდეგ პირველად, ეროვნული არქივის განახლებულ კინოდარბაზში ლანა ღოღობერიძის დედის, პირველი ქართველი კინორეჟისორი ქალის, ნუცა ღოღობერიძის ფილმის „უჟმური“ პრემიერა გაიმართა.

ფილმი ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უჩვენეს.

„უჟმური“ ეკრანებზე პირველად 1934 წლის ბოლოს გამოვიდა, თუმცა საბჭოთა ცენზურის მიერ აიკრძალა და ამ დრომდე რუსეთის ფილმსაცავში ინახებოდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის ძალისხმევით გოსფილმოფონდიდან „უჟმურის“ საწყისი მასალები 2018 წლის ნოემბერში ჩამოიტანეს და ციფრულ ფორმატში გადაიყვანეს. საპრემიერო ჩვენების შემდეგ იანვარში იგეგმება კიდევ ერთი ჩვენება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფასოდ შეეძლება.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, მომღერალი ნანი ბრეგვაძე და სხვები.