თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია ორი ადამიანი.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ამასთან, გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილებიც.