თბილისში კრინიცას ეკონომიკური ფორუმი ტარდება. ფორუმს საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და 300-მდე სტუმარი დაესწრება.
ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარებაა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიების სხვადასხვა საკითხზე მათ შორს – ევროკავშირთან ასოცირება, ენერგოუსაფრთხოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებში და პერსპექტიული სატრანზიტო არეალი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია რეგიონულ უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.
ღონისძიება სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.