თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომობილები დააზიანა
თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია სულ ოთხი ავტომობილი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ამასთან, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ხეს გარეგნულად დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ამის შესახებ მერიაში განცხადება არ შესულა. ხის წაქცევის მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.