თბილისში კონფერენცია „ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება“ მიმდინარეობს
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში კონფერენცია „ელემენტთა უსასრულო მრავალფეროვნება“ გაიხსნა.
კონფერენცია საქართველოში ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტმა, პროფესორმა, ალექსანდრე კარტოზიამ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. გამომსვლელთა შორის იყვნენ ასევე დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და სხვა.
ორგანიზატორების განმარტებით, კონფერენციის სათაურში გამოტანილი ციტატა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ცნობილი წიგნიდან („კოსმოსი”) მიანიშნებს, რომ კონფერენციის ყურადღების ცენტრშია მსოფლიოს ბიოკულტურულ-ენობრივ-პოლიტიკური მრავალფეროვნება. კონფერენციას 15 ქვეყნიდან 85 მონაწილე ჰყავს, მათგან 30-ზე მეტი ახალგაზრდა მეცნიერია. უცხოელ მონაწილეთა შორის ყველაზე წარმომადგენლობითი გერმანიიდან მიწვეული მკვლევართა ჯგუფია.
კონფერენცია დღეს მწერალთა სახლში გაიხსნა და დაიხურება, 2 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.