თბილისში, კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები მოწესრიგდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მერია დიდ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების ჩათვლით.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, კაიროს დასახლებაში ამ მიზნით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობდა, რომელმაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოები უკვე დაასრულა.
„ჩვენ შევდივართ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოებით. ძალიან მალე, აქაც ყველაფერი მოწესრიგდება და დასრულდება. უმძიმესი მდგომარეობა იყო, არც კანალიზაცია, არც წყალი, არც ასფალტი, ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება იქ ადამიანებს. მჭიდროდ დასახლებული უბანია და ჩვენი დაპირება იყო მისი მოწესრიგება, ამიტომ ამ დაპირებას შევასრულებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.