თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, კაფე „სტრადასთან“ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაჭრილმა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო სამსახური.