თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი ხელ-ფეხშეკრული მეზობლებმა იპოვეს და პოლიციაში დარეკეს.
ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის დაკავების მიზნით, საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.