თბილისში, ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საცობია [ფოტო]
თბილისში, ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საცობია [ფოტო]

თბილისში, ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საცობია.საცობის მიზეზი კახეთის გზატკეცილზე საგზაო-სარემონტო სამუშაოებია.

თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს.