თბილისში, ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 10 ივნისის 00:00 საათიდან კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე, აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს.