თბილისში იუსტიციის სახლი მოქალაქეებს დღეს 22:00 საათამდე მოემსახურება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით, თბილისში იუსტიციის სახლი მოქალაქეებს დღეს 22:00 საათამდე მოემსახურება.
როგორც იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა განაცხადა, 16:00 საათის მონაცემებით , იუსტიციის სახლი უკვე 7 ათას მომხმარებელს მოემსახურა.
„იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით, იუსტიციის სახლი დღეს ჩვეულზე უფრო გვიანობამდე, 22:00 საათამდე შეუფერხებლად მოემსახურება მომხმარებლებს. ყველას უკლებლივ ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ეს მომსახურება და უპრობლემოდ განახორციელოს რეგისტრაცია მეწარმეთა რეესტრში. აღსანიშნავია, რომ 16:00 საათისათვის იუსტიციის სახლი უკვე მოემსახურა 7000 მომხმარებელს, რაც ჩვენი სტატისტიკის გათვალისწინებით არის უპრეცენდენტო”, – განაცხადა აზაურაშვილმა.
იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. აღნიშნული სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.