თბილისში, ირანის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, ირანის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, ირანის საელჩოსთან ორი საპროტესტო აქცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. აქციების მონაწილეთა ერთი ნაწილი ირანში დაწყებული პროტესტის შინაარსს იზიარებს, მეორე ნაწილი კი გმობს ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებებს.

ირანის სასულიერო ლიდერისა და ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან აქვთ კრიტიკული შინაარსის მქონე პლაკატები, რასაც კონტრაქციის წარმომადგენლები ირანელი ხალხის შეურაცხყოფად აფასებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აკრძალონ მსგავსი ფორმით აქციის ჩატარება.