იაპონიის საელჩოსა და იაპონიის ფონდის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური კინოს ფესტივალი გაიმართება.
საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, მაყურებელს ოთხი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნება: „მისტიური გოგონა“, „ცხოვრების დაპირება“, „ვანკუვერ ასაჰი“ და „ცხოვრების ბრწყინვალება“.
ფილმები წარმოდგენილი იქნება იაპონურ ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.
ფესტივალი 15-16 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ჩატარდება.