თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ავტობუსის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს.
ავარიის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.