თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მშენებელი კომპანიისგან ხელშეკრულების პირობების შესრულებას მოითხოვს
თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მშენებელი კომპანიისგან ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებას მოითხოვს.
როგორც ერთ-ერთი მცხოვრები დიმიტრი ყირიმლიშვილი აცხადებს, სასამართლოს მორიგების მიხედვით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე რამდენიმე კორპუსს საერთო სარგებლობის გზა ექნებოდათ, თუმცა ეს პუნქტი მშენებელი კომპანიის მიერ უგულებელყოფილია.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შპს „საბა+“ დირექტორმა რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო რკინის ბოძებით შემოღობა და იქ მაცხოვრებლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
„ინგა ბუხრაშვილი, რომელიც არის ვითომ მშენებელი, გადაწყვიტა, რომ რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო შემოღობოს რკინის ბოძებით და აქ მაცხოვრებლებს აგვიკრძალოს გადაადგილება. ყოფილა შემთხვევა, როცა სახანძრო სამაშველო ჯგუფებმაც ვერ შეძლეს ეზოში შესვლა და ხანძრის ჩაქრობა. არის საშიშროება, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა აქ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს, რადგან კორპუსის ტერიტორიაზე ვერ შემოვიდნენ. გარდა ამის, კეტავს გზას, რომელიც აკავშირებს სხვა კორპუსებს. მოვითხოვთ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოხდინონ რეაგირება და აუკრძალოს რეკრეაციული ზონის შეღებვა ადამიანს, რომელმაც თანამესაკუთრეეები რამდენჯერმე თაღლითურად მოატყუა“, – განაცხადა დიმიტრი ყირიმლიშვილმა.