თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.
თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.