თბილისში, გლდანის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მოკლული 30 წლამდე ასაკისაა.
როგორც შემთხვევის ადგილზე აცხადებენ, ჩხუბი ან რაიმე სახის დაპირისპირება არ დაუნახავთ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მხოლოდ ის შენიშნა, რომ ახალგაზრდა დაეცა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მათი ეზოს მაცხოვრებელი არ არის და მას სავარაუდოდ, ჭრილობა გულის არეში აქვს.
ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ამ ეტაპზე, დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები უცნობია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები.