თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა-ვერეს პანდუსამდე გზის საფარი მოწესრიგდება
თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილი სასწრაფოების შენობიდან ლაგუნა-ვერეს არსებულ პანდუსამდე, გზის საფარი მოწესრიგდება.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ხვალ საღამოს დაიწყება.
„ხვალ საღამოს ვიწყებთ სანაპიროზე ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე, გალაკტიონის ხიდიდან, ყოფილი სასწრაფოების შენობიდან ლაგუნა-ვერეს არსებულ პანდუსამდე, გზის საფარის მოწესრიგებას. პირველ რიგში, მოხდება მოფრეზვა. სამუშაოები ღამის საათებში იქნება. ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და რადგან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა კიდევ შეყოვნება და პრობლემები შევუქმნათ ავტომობილით მოსარგებლე მძღოლებს“, – განაცხადა კალაძემ.
შესაბამისად, მერის თქმით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტის ღირებულება 900 ათასი ლარია.