თბილისში, გაგარინის N10-ში საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს
თბილისში, გაგარინის N10-ში საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა შენობიდან მოსახლეობის გაყვანა უზრუნველყვეს.
მერიის ინფორმაციით, დარგის სპეციალისტების მიერ ერთჯერადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ გაგარინის N10-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს სრული დემონტაჟი სჭირდება.
უწყების ცნობით, შენობის ნაწილი ნგრევის პირას არის. კორპუსში სულ 18 ოჯახი ცხოვრობს.