თბილისში გაერო-ს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც გაერო-ს მოდელირების ასოციაციის პატრონაჟით ხორციელდება.
კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოდელირებაში 15 ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდაა ჩართული, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ისინი მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ირგვლივ საკომიტეტო ფორმატში იმუშავებენ და დებატებში ჩაერთვებიან.
ღონისძიების გახსნაზე გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. მონაწილეების იმსჯელებენ ადამიანის უფლებების, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებზე. კონფერენციის დასრულებისას კი, რეზოლუციას შეიმუშავებენ.
კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს ხვალ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდება.