თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის წინ გამოსულ მამაკაცს, სავარაუდოდ, მიმავალი მანქანიდან სამჯერ ესროლეს. ავტომობილი გაქცევის დროს ავტობუსს დაეჯახა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ავტობუსის მძღოლი ამბობს, ჯიპი შეეჯახა და გაიქცა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იმავე მანქანიდან ისროლეს თუ არა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია ამ დრომდე მუშაობს.
სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.