თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილი ამობრუნდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.