თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.