თბილისში ევროპარლამენტის პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული სესია - „ევროპარლამენტის მოდელირება 2018“ მიმდინარეობს
თბილისში ევროპის პარლამენტის პირველი საერთაშორისო ახალგაზრდული სესია – „ევროპარლამენტის მოდელირება 2018“ მიმდინარეობს.
ღინისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ჩამოსულია 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი.
სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია როგორც საკომიტეტო განხილვების, ასევე რეზოლუციის მიღება და სამუშაო პროცესის იმიტირება.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება როგორც საუკეთესო დელეგატი, ასევე საუკეთესო საკომიტეტო შემადგენლობა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, ამასთან, დაგეგმილია მათი ვიზიტი ბერლინში, მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიებას ესწრებიან პარლამენტის, მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.