თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს ქართულ-ეზიდური მეგობრობის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ განკარგულება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა.
დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქის მერიას ოთხი თვის ვადაში განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება დაევალა.
განკარგულება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ხელს აწერს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.