თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა, დაშავდა ორი ადამიანი
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა, დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში, ასპინძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აალდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამ ეტაპზე უცნობია, საჭირო გახდა თუ არა მათი ჰოსპიტალიზაცია.