თბილისში, ელიას უბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თბილისში, ელიას უბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ელიას უბანში 23 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული. ის არამიანცის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.