არსებული ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაიჭრა.
საქართველოს პირველი არხი ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.