თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ბრალდებულის სახით ერთი პირი სამართალდამცველებმა მალევე აიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.