თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ფაქტთან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.