თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება
თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლაინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით, ახალ წლამდე იმოქმედებს.
„პანდემიიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო ვერ მოხერხდა 24 დეკემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება. ვინაიდან მოახლოებულია ახალი წელი და მოსახლეობას სხვადასხვა მიზნით ესაჭიროება გადაადგილება, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვას კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დედაქალაქში არსებულ ავტობუსებისთვის განკუთვნილ ხაზებში – ე.წ. ბასლაინებში, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გამოიწერება და აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ტრანსპორტის მომეტებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.