თბილისში, დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, 5-6 ივნისს დაავადებული და ხმელი ფიჭვების სანიტარული ჭრა განხორციელდება
თბილისში, დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, 5-6 ივნისს გამწვანებულ ფერდობზე დაავადებული და ხმელი ფიჭვების სანიტარული ჭრა განხორციელდება.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სანიტარული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი (Tomicus Destruens).
„ამ ტიპის კვლევა დედაქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიება“, – აცხადებენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.
სამუშაოებს დედაქალაქის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.