თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რუსთავიდანაც უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთავიდანაც შეუერთდებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი რუსთავიდან იუწყება, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან შეიკრიბნენ და დედაქალაქისკენ მიკროავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ.
თბილისში დაგეგმილ აქციას ასევე უერთდებიან „ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები.
თბილისში დღეს 19:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა – „თავისუფლების მარში“ გაიმართება. აქციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებიც შეუერთდებიან. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.