თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები შეუერთდებიან
თბილისში საღამოს დაგეგმილ საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რაიონული ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები შეუერთდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ორგანიზაციების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად სოფელ ჩალაუბანთან შეიკრიბნენ და თბილისისაკენ გაემართნენ.
მათი განცხადებით, უერთდებიან შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას.
,,შევარდნაძის დროსაც კი არ მახსენდება, ასე სასტიკად დაერბიათ აქციის მონაწილეები, არც 7 ნოემბერს და არც 26 მაისს, ესაა ჯალათი გახარიას ბრალი და ის უნდა გადადგეს. ამ მოთხოვნას დავაყენებთ და თუ საჭირო იქნება, ვიშიმშილებთ კიდეც”, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეთერ კორკოტაშვილი.