თბილისში, დადიანის ქუჩაზე გვიან ღამით მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაჭრილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და 236-ე მუხლის მეორე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის) და მესამე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ნაწილებით მიმდინარეობს.