თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. შსს-ს თანამშრომელი დაცვის პოლიციის ავტოსადგომზე ნახეს.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა თვითდაზიანება ცივი იარაღით მიიყენა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.